Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალია ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის მცირე აფეთქება


ავსტრალიის ვიქტორიის შტატში 13 თებერვალს ხუთდღიანი "ლოკდაუნი" გამოცხადდა, COVID-19-ის მესამე ტალღის შესაკავებლად, რომლის თაობაზეც შეშფოთებას აღძრავს ვირუსის ბრიტანული ვარიანტის გავრცელება.

დადასტურდა ერთი ახალი, ლოკალურად გავრცელებული შემთხვევა, - აცხადებენ ჯანდაცვის სფეროს მესვეურები, - რაც ამ რეგიონში 14-მდე ზრდის შემთხვევებს, რომლებიც უკავშირდება მელბურნში საკარანტინო სასტუმროს, საერთო ჯამში კი შემთხვევების რაოდენობა 20-ს აღწევს.

სასტუმროსთან დაკავშირებული 14-ვე შემთხვევა გამოწვეულია ვირუსის ბრიტანული ვარიანტით, რომელსაც ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. ჯერჯერობით ვირუსი მხოლოდ სასტუმროს მუშაკებთან პირდაპირ კონტაქტში მყოფ პირებს დაუდასტურდა. მელბურნის ქუჩები თითქმის ცარიელია, თუმცა ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ჩოგბურთში მატჩები მიმდინარეობს, მაყურებლების გარეშე.

კორონავირუსის ბრიტანული და სხვა ვარიანტების შესახებ შეშფოთება არის მთავარი მიზეზი, რატომაც გრძელდება მკაცრი ლოკდაუნი გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი აცხადებს, რომ ქვეყანაში შეინიშნება ინფიცირების შემთხვევების "იმედისმომცემი ვარდნა", თუმცა დასძენს, რომ ეს პროგრესი მაინც არ არის საკმარისი საფუძველი მკაცრი ლოკდაუნის გასაუქმებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG