Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორები ბაიდენს მოუწოდებენ, სისრულეში მოიყვანოს გაზსადენის სანქციები


აშშ-ის ორი სენატორი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, სისრულეში მოიყვანოს ამოქმედება სანქციებისა, რომლებიც მიმართულია ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის სახელით ცნობილი, რუსეთის გერმანიასთან დამაკავშირებელი გაზსადენის პროექტის გაჩერებაზე,

სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკელი, აიდაჰოდან) და ჯინ შაჰინი (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირიდან) სახელმწიფო დეპარტამენტს 12 თებერვლით დათარიღებულ წერილში მოუწოდებენ, არ დააგვიანოს კონგრესისთვის იმ ანგარიშის მიწოდება, რომელიც საჭიროა გასულ თვეში დამტკიცებული სანქციების ფარგლებში, თავდაცვის ყოველწლიურ ბიუჯეტში.

ანგარიში, რომელიც 16 თებერვალს უნდა გამოქვეყნდეს, დაასახელებს კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობაში, დაზღვევასა და შემოწმებაში. კანონის თანახმად, ანგარიშში ნახსენებ კომპანიებს სანქციები დაეკისრება.

სენატორების წერილში ნახსენებია "პრესაში გავრცელებული ცნობები, რომ გერმანიის მთავრობამ წარმოადგინა შეთავაზება, რომელიც აშშ-ისგან მოითხოვს უგულებელყოს კანონით განსაზღვრული სანქციები". რიში და შაჰინი დეტალებზე არ წერენ, თუმცა გერმანიის მედია იუწყება, რომ გერმანიის მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციასთან ცდილობდა შეთანხმებას, რათა თითქმის ბოლომდე მიყვანილი გაზსადენი დასრულებულიყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა 12 თებერვალს გამოაცხადა, რომ აშშ გაზსადენის პროექტს განიხილავს "ცუდ შეთანხმებად, რადგან ის ანაწევრებს ევროპას, და უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას სუსტ მდგომარეობაში აყენებს რუსეთის მანიპულაციის წინაშე. ის წინააღმდეგობაში მოდის ევროპის მიერვე გამოცხადებულ, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების მიზნებთან".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG