Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში მოხდა 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა


სომხეთის დედაქალაქში, ერევანში, 13 თებერვალს მოხდა 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა, რის გამოც მოსახლეობამ შენობები დატოვა და მიმყოლი ბიძგების შიშით ქუჩებში გავიდა.

სომხეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო იუწყება გარკვეულ ნგრევაზე ერევანში, ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობებს, რომ მაღაზიებში თაროებიდან ნივთები გადმოცვივდა.

სამინისტრო 20 მიმყოლი ბიძგის შესახებ იუწყება.

პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუკზე წერს, რომ დაშავდა ერთი ადამიანი.

ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის სეისმოლოგიური ცენტრი აცხადებს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრში მაგნიტუდა იყო 4,7 და ეპიცენტრი მოდის ერევნიდან სამხრეთით, 13 კილომეტრის მოშორებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG