Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო


„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო. მას ესწრებიან პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებიც. მათ შორის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ნაცვლიშვილმა სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სხდომა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებს. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სავარაუდოდ უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაა:

„მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და მისი საპარლამენტო უმრავლესობა იკრიბება და იმსჯელებს ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რაც ეხება ქვეყანას, მის განვითარებას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ასე შემდეგ... ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით მე მაქვს იგივე პოზიცია, რაც მაქვს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ სხდომის დაწყების წინ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ნაცვლიშვილმა.

გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით 12 თებერვალს მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG