Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯაფარასთან“ - პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტის სახით თბილისში ბარი გაიხსნა


თბილისში, 13 თებერვალს, საღამოს, გაიხსნა ბარი „ჯაფარასთან“. ბარი, როგორც პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

„გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა“, - ასე მიმართა ბარის გახსნის წინ მოქალაქეებს ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, ბარი ღამის საათებშიც იმუშავებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში დახურული კაფე-რესტორნების გახსნა 15 თებერვლიდან იგეგმება, თუმცა სტუმრების მიღება მათ მხოლოდ ღია სივრცეებში შეეძლებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG