Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძე: დამაჯარიმეს 2000 ლარით, თუმცა ბარი მაინც არ დაიხურება


„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის შრომის ინსპექციამ 2000 ლარით დააჯარიმა და გააფრთხილა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუმცა, ჯაფარიძე ამბობს, რომ მის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების გაპროტესტების ნიშნად გახსნილი ბარი "ჯაფარასთან" მაინც არ დაიხურება და დასძენს, რომ გამოწერილ ოქმს გაასაჩივრებს.

საპროტესტო ბარში, რომელიც 13 თებერვალს გაიხსნა, შრომის ინსპექცია და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები საღამოს მივიდნენ. თბილისში, კორონავირუსის შეზღუდვის ზომების ფარგლებში კომენდანტის საათი მოქმედებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში დახურული კაფე-რესტორნების გახსნა 15 თებერვლიდან იგეგმება, თუმცა სტუმრების მიღება მათ მხოლოდ ღია სივრცეებში შეეძლებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG