Accessibility links

logo-print logo-print

თბილისში კორონავირუსის 150 შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევიდან 150 თბილისზე მოდის. ქვეყანაში სულ 19 345 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 1,85 პროცენტია.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 150,
  • აჭარა - 19,
  • იმერეთი - 49,
  • ქვემო ქართლი - 20,
  • შიდა ქართლი - 27,
  • გურია - 35,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 27,
  • კახეთი - 19,
  • მცხეთა-მთიანეთი - 2,
  • სამცხე-ჯავახეთი - 9,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი. ამავე პერიოდში 652-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 265 557 შემთხვევა. მათგან 258 093გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3352 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG