Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთში ასობით ქალმა დემონსტრაცია მოაწყო პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად


ასობით ქალმა მიიღო მონაწილეობა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ვალენტინობის დღეს გამართულ საპროტესტო აქციებში, რომლითაც სოლიდარობა გამოუცხადეს პოლიტიკური მიზეზებით დევნილ რუს ქალებს.

სოლიდარობისა და სიყვარულის ჯაჭვი ასევე ეძღვნებოდა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას, რომელიც 10 თებერვალს გერმანიაში გაფრინდა. მისი წასვლის მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ნავალნაია ახლახან დააკავეს მისი ქმრის მხარდამჭერ, არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის.

14 თებერვალს სოციალური მედიით გავრცელდა ფოტოები, რომლებიც აჩვენებს ქალებს ყვავილებით, ბუშტებით და გულის ფორმის ნიშნებით, რომლებსაც ქალი პოლიტპატიმრების სახელები აწერია. დემონსტრანტები სკანდირებდნენ საპროტესტო აქციების ლოზუნგს, "სიყვარული შიშზე ძლიერია".

აქციების ორგანიზატორები ფეისბუკზე წერდნენ, რომ დემონსტრაციები ეძღვნება ქალებს, რომლებსაც "პოლიციამ სცემა და აწამა მშვიდობიანი აქციების დროს", ისევე, როგორც ყველა პირს, რომლებიც სასამართლოებში, პოლიციის ავტობუსებსა და დაკავების საგანგებო ცენტრებში არიან.

14 თებერვალს, მოგვიანებით, ნავალნის მომხრეები გეგმავენ საპროტესტო აქციას მობილური ტელეფონებიდან, სანათებიდან და სანთლებიდან სხივის ცისკენ გაშვებით, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ ამ აქციის მონაწილეებს შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG