Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სანქციები დააკისრა უკრაინის ცხრა კომპანიას


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთმა ეკონომიკური სანქციები დააკისრა უკრაინის ცხრა ფირმას.

სანქციები დაწესდა "საგანგებო ეკონომიკური ზომების" ფარგლებში, განცხადებით, რომლებიც 12 თებერვალს, გვიან გამოქვეყნდა. სანქციები შეეხო უკრაინის ხომალდების მშენებელ კომპანია Craneship-ს, ბუქსირის ფირმა Donmar-ს, ტვირთების ოპერატორ Transship-ს და ფოლადის მწარმოებელ კომპანია Maxima Metal-ს. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული სანქციების დაწესების მიზეზები. ამ ნაბიჯით რუსეთის მიერ სანქცირებული უკრაინული კომპანიების საერთო რაოდენობა 84-ს გაუტოლდა. უკრაინის მხრიდან ახალ სანქციებზე ჯერჯერობით განცხადება არ გაკეთებულა.

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა დაიძაბა 2014 წელს, როცა მოსკოვმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა დაიწყო. კონფლიქტს, რომელიც უკვე მეშვიდე წელია მიმდინარეობს, ემსხვერპლა
13,200-ზე მეტი ადამიანი.

რუსეთი უარყოფს კიევის ბრალდებას, რომ კონფლიქტში მისი არმია მონაწილეობს.

დასავლეთმა მას შემდეგ სანქციების სპექტრი დაუწესა რუსეთს - რომელმაც საპასუხოდ მსგავსი ნაბიჯები გადადგა.

მოსკოვსა და დასავლეთს შორის კავშირებს შორის დაძაბულობის მატება გამოიხატა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 12 თებერვლის სიტყვებში - რომ რუსეთი მზად არის გაწყვიტოს ურთიერთობა ევროკავშირთან, თუკი ბლოკი მას მტკივნეულ ეკონომიკურ სანქციებს დააკისრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG