Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 თებერვლიდან საქართველოში განხორციელდება პანდემიასთან ბრძოლის ზომების შემსუბუქების მორიგი ტალღა


15 თებერვლიდან საქართველოში დაიწყება იმ სანქციების შემსუბუქების მორიგი ეტაპი, რომლებიც დაწესდა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით.

კერძოდ, 15 თებერვლიდან განხორციელდება შემდეგი ნაბიჯები:

  • მოსწავლეები სწავლას სკოლებში, საკლასო ოთახებში განაგრძობენ, თუმცა მშობლებს რჩებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში კვლავ დისტანციური განათლების გზა აირჩიონ. მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება.
  • კვების ობიექტები შეძლებენ კლიენტები ღია სივრცეში მიიღონ, შაბათ-კვირის გარდა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის კომპანიები, რომლებიც განზრახ დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას მიმართავენ, ვეღარ შეძლებენ ისარგებლონ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, პროგრამებით და სუბსიდიებით.

ძალაში რჩება საღამოს 9-დან დილის 5-თ საათამდე მოქმედი კომენდანტის საათი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG