Accessibility links

site logo site logo

რუსეთში მხარდამჭერებმა ნავალნის სოლიდარობა სინათლის ანთებით გამოუცხადეს


რუსეთში ჩატარებული მასობრივი გამოსვლების შემდეგ, სადაც ათასობით პირი იქნა დაკავებული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა ტაქტიკა შეცვალეს და მას სოლიდარობა მობილური ტელეფონების, სანათების და სანთლების შუქით გამოუცხადეს.

რუსეთის მასშტაბით მოქალაქეებს ნავალნის გუნდმა მოუწოდა 14 თებერვალს, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე 15 წუთით აენთოთ სინათლე და სხივი ცისკენ მიემართათ.

საპროტესტო აქცია ლოზუნგით "სიყვარული შიშზე ძლიერია", დაიწყო რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ადრე ღამდება. სოციალური მედიით გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია მოქალაქეების მცირე ჯგუფები, ანთებული მობილურებით და სანათებით ხელში.

შუადღეს მოსკოვში გაიმართა სოლიდარობის და სიყვარულის ჯაჭვის აქცია, რომელშიც 200-მდე ქალმა მიიღო მონაწილეობა და სოლიდარობა გამოუცხადა პოლიტპატიმარ ქალებს. სანკტ-პეტერბურგში გამართულ ანალოგიურ აქციაში 70-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG