Accessibility links

site logo site logo

ზურაბ ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექციის და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ


"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ზომების გაპროტესტების მიზნით გახსნილ ბარ "ჯაფარაში" 14 თებერვლის საღამოს მივიდნენ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და პოლიცია.

ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ შეამოწმა ხორციელდებოდა თუ არა იქ სამეწარმეო საქმიანობა.

ზურაბ ჯაფარიძე ერთი დღით ადრე, 13 თებერვალს, 2000 ლარით დააჯარიმეს, მოქმედი შეზღუდვების ხელმეორედ დარღვევა კი უკვე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ჯაფარიძის თქმით, მას შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ დარღვევის საქმეს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობებენ.

ბარი სახელწოდებით "ჯაფარასთან" ზურაბ ჯაფარიძემ 13 თებერვალს გახსნა, მისი თქმით როგორც "პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი", მიმართული “კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ”.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, მიმდინარე პერიოდში ბარების ფუნქციონირება ნებადართული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG