კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.
მან დღეს დილით ფეისბუკზე დაწერა, რომ "კორონა მთელ ოჯახს ეწვია".
პარლამენტის წევრად არჩევამდე თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა. არსებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროსგან კულტურის და სპორტის სამინისტროს გამოყოფის შემდეგ, წულუკიანი ახალ სამინისტროს უხელმძღვანელებს.
დაწერეთ კომენტარი