Accessibility links

site logo site logo

ბირმაში (მიანმარი) ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა, აუნ სან სუ ჩის პატიმრობა გაუგრძელეს


ბირმის (მიანმარი) ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი გავიდა ქუჩებში მას შემდეგ, რაცა ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით შეზღუდა ინტერნეტის წვდომა და დიდ ქალაქებში უსაფრთხოების დამატებითი ძალები განალაგა.

15 თებერვალს ათასობით ინჟინერმა გამართა მიტინგი სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიში. „გაათავისუფლეთ ჩვენი ლიდერები“, „ვინ დგას სამართლის მხარეს?“ - გაიძახდნენ დემონსტრანტები.

როგორც იტყობინებიან, ბირმაში მოსახლეობით უდიდეს ქალაქ რანგუნში ნაკლები ხალხი იყო მიტინგებზე გამოსული, რასაც ხსნიან ძირითადად ინტერნეტის გათიშვით და ქალაქში სამხედრო მანქანების გამოჩენის შესახებ გავრცელებული ცნობებით.

დემონსტრაციების ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც 1 თებერვალს სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდეს სამოქალაქო ხელისუფლება, რომელსაც აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობდა. ნოემბრის არჩევნებში მისმა პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ არმია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბებული იყო.

სუ ჩის, რომელიც დაპატიმრებულია, კიდევ ორი დღით, 17 თებერვლამდე გაუგრძელეს წინასწარი პატიმრობა, აცხადებენ მისი ადვოკატები.

სახელმწიფო გადატრიალებისა და ამით გამოწვეული აღშფოთების შედეგად ქვეყანაში ათწლეულზე უფრო მეტი ხნის განმავლობაში უდიდესმა საპროტესტო გამოსვლებმა იფეთქა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG