Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავზე ოპოზიცია მსვლელობას მოაწყობს


25 თებერვალს ოპოზიციური პარტიები საერთო მსვლელობას მოაწყობენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თარიღი სიმბოლურად დაამთხვიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას საბჭოთა კავშირის მიერ 1921 წელს.

„რა თქმა უნდა, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და მისი სამარცხვინო გარემოცვა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს“, - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, მსვლელობის შემდეგ გაიმართება რამდენიმე აქცია რეგიონებში და 31 მარტს კი - ცენტრალური აქცია თბილისში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგების გამო, ოპოზიცია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და ახალ არჩევნებს მოითხოვს, საარჩევნო რეფორმების პირობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG