Accessibility links

site logo site logo

უნგრეთის პრემიერს სურს საგანგებო უფლებამოსილების გახანგრძლივება, COVID-19-ის პასუხად


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტარებს მიმართა თხოვნით, მას კიდევ გაუგრძელონ საგანგებო უფლებამოსილება, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით. ორბანს სურს მისი კაბინეტის საგანგებო მანდატი კიდევ 90 დღით გახანგრძლივდეს - რაც განსხვავდება უვადო მანდატისგან, რომელიც მას მისი სურვილით მარტში მისცეს და რომელმაც საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია.

საგანგებო წესების ფარგლებში, მთავრობას უფლება აქვს, ქვეყანა ბრძანებებით მართოს, თუმცა პარლამენტი, რომელშიც ძირითად ძალას ორბანის მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტია ფიდესი წარმოადგენს, მუშაობას აგრძელებს და შეუძლია უფლებამოსილებების დაბრუნება.

15 თებერვლის გამოსვლაში ორბანმა დაიცვა ეს ნაბიჯი, რომელსაც, გავრცელებული მოლოდინით, პარლამენტარები უპრობლემოდ დაამტკიცებენ. "ჩვენ გვსურს იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ კარზე ჩამოკიდებული 'დაკეტილიას' შებრუნება იქნებოდა. ჩვენ გვინდა ეკონომიკის და სამოქალაქო ცხოვრების გახსნა", - თქვა ორბანმა.

მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირი, ვაქცინაციის პროგრამის ნელი ტემპის გამო. თავად ორბანი ხშირად ხდება ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების კრიტიკის ობიექტი, მართვის მისეული, ავტორიტარული ფორმის გამო. ორბანმა დაიცვა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება, ვაქცინების მოპოვება ცალმხრივად სცადოს, ევროკავშირის ნებართვის გარეშე, რუსეთიდან და ჩინეთიდან. უნგრეთის ჯანდაცვის სფეროს მესვეურებმა გასულ თვეში დაამტკიცეს ჩინეთის სახელმწიფო კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინა, ისევე, როგორც რუსეთის პრეპარატი „სპუტნიკი“ - რაც უნგრეთს აქცევს ევროკავშირის პირველ სახელმწიფოდ, რომელმაც ეს ვაქცინები დაუშვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG