Accessibility links

site logo site logo

პოლიცია ზურაბ ჯაფარიძეს უფლებას არ აძლევს, გახსნას დალუქული არალეგალური ბარი


სამართალდამცველები უფლებას არ აძლევენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომ გახსნას თავისი არალეგალური ბარი მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ დალუქა.

„თქვენი საქმეა, რომ მე თუ ავახევ ლუქს, მერე დამიჭიროთ, ან რაღაცა მიქნათ. სანამ არ ავახევ, არ აგახევინებო - ეგ რომელი კანონია?!“ - მიმართა ჯაფარიძემ პოლიციას.

ბარი სახელწოდებით „ჯაფარასთან“ ზურაბ ჯაფარიძემ 13 თებერვალს გახსნა, როგორც, მისივე თქმით, „პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი“. ჯაფარიძე მოითხოვს, გაუქმდეს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

პოლიციის კორდონი ბართან
პოლიციის კორდონი ბართან

„ფიზიკურად დადგნენ და მეუბნებიან, რომ მე მიცავენ იმისგან, რომ მე შემთხვევით კანონი არ შემომერღვეს. ამ დროს, მოსული ვარ, რომ კანონი დავარღვიო. ლუქამდე არ მიშვებენ, რომ ავაძრო. ცოტა მაინც ავაწიწკნე, მაგრამ ბოლომდე არ მახევინებენ“, - ამბობს ჯაფარიძე მედიასთან.

ზურაბ ჯაფარიძე 14 თებერვალს 2 000 ლარით დააჯარიმეს, მთავრობის დადგენილების დარღვევისთვის. მეორე დღეს, ბარის განმეორებით გახსნის, წესების განმეორებითი დარღვევისთვის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ბარი კი პოლიციამ დალუქა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG