Accessibility links

site logo site logo

WTO-ის ახალ ხელმძღვანელად პირველად დაინიშნა ქალი და აფრიკელი


ნგოზი ოკონჯო-ივეალა

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WTO) თავის ახალ გენერალურ დირექტორად დანიშნა ნიგერიელი ნგოზი ოკონჯო-ივეალა, რითიც ის გახდა პირველი ქალი და პირველი აფრიკელი, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.

66 წლის ოკონჯო-ივეალა დაასახელეს იმ 164 ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებული. WTO მუშაობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის წესებზე.

WTO აცხადებს, რომ ოკონზო-ივეალა მუშაობას შეუდგება 1 მარტიდან. მისი ვადა, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს, 2025 წელს ამოიწურება.

ახალი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება კორონავირუსის შედეგებთან გამკლავება ეკონომიკის და ჯანდაცვის სფეროებში და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც "გლობალურ ეკონომიკას კვლავ აამოქმედებს".

ოკონზო-ივეალა უწინ ნიგერიის ფინანსთა მინისტრი იყო, შემდეგ 25 წლის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიო ბანკში, სადაც რანგით მეორე, მენეჯერი დირექტორის პოსტს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG