Accessibility links

site logo site logo

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გასცა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ(WHO) დაამტკიცა დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც კომპანია AstraZeneca-მ და ოქსფორდის უნივერსიტეტმა შექმნეს. გამოსაყენებლად დამტკიცებულია ვაქცინის ორივე ვერსია.

საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინა შეესაბამება უსაფრთხოების აუცილებელ კრიტერიუმებს, მისი ეფექტიანობა რისკებზე მაღალია და ამ ვაქცინით შესაძლებელია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების აცრა. WHO-ს თანხმობის შემდეგ, AstraZeneca-ს ვაქცინა გავრცელდება საერთაშორისო პროგრამა COVAX-ით, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებს გაუმარტივოს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებზე წვდომა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარიანჟელა სიმაოს განცხადებით, ქვეყნები, რომლებსაც დღემდე არ ჰქონდათ ვაქცინებზე წვდომა, უკვე შეძლებენ სამედიცინი სფეროს და რისკ-ჯგუფების წარმომადგენელთა ვაქცინაციის დაწყებას.

WHO-ს ინფორმაციით, AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის ChAdOx1-ის ეფექტურობა 63.09%-ია, მის შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება და ამიტომ, ხელსაყრელია დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვის.

2020 წლის 31 დეკემბერს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაამტკიცა ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, რომელსაც -80 გრადუსზე შენახვა სჭირდება.

WHO-ს მიერ დამტკიცებულ ორივე ვაქცინას საქართველო ელოდება საერთაშორისო პროგრამა COVAX-ით. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ვაქცინაცია თებერვლის ბოლოდან დაიწყება.

აქვს, თუ არა საქართველოს ვაქცინების შენახვის შესაძლებლობა, ნახეთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG