Accessibility links

site logo site logo

საქართველოში იმყოფება ეუთოს თავმჯდომარე


საქართველოს ეწვია ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე. მან ვიზიტის წინ ტვიტერზე დაწერა, რომ კვლავ დაადასტურებს ეუთოს მტკიცე მხარდაჭერას კონფლიქტების მოგვარების და ინსტიტუტების განმტკიცების მიმართ. ან ლინდე აღნიშნავს, რომ ორივე სფეროში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ ქალებს და სამოქალაქო საზოგადოებას.

ეუთოს თავმჯდომარე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ან ლინდე ჩავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა ეუთოში შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოში ეუთოს მისიის საქმიანობა წლებია დაბლოკილია რუსეთის წინააღმდეგობის გამო.

ან ლინდე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა 2020 წლის ოქტომბერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG