Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილი სანიოლი: „საქართველოს ნაკრებში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევაა“


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის, ვიდეომიმართვა ქართველი გულშემატკივრისადმი. 43 წლის ფრანგი სპეციალისტი გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობს.

„წილად მხვდა პატივი, შემდგომი კვირიდან თქვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა პოტენციალმა დამარწმუნა, რომ ამ გუნდში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევაა. ჩვენ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს ერთად დავწერთ დიდი შრომით, დისციპლინით და მონდომებით", – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების თავკაცად ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 15 თებერვალს დაამტკიცა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, სანიოლთან ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება კიდევ ორი წლით გახანგრძლივდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG