Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა: გავრილოვს „პახმელიაზე“ აერია სკამი და თვითონ ჩაჯდა თავმჯდომარის სკამში


„ამდენს თუ ვერ ხვდებიან, რომ გირაოს შეგროვების შესაძლებლობა არ გვიჭირს და ლარ-ლარს დავდებთ და ვის რა აქვს, იმას დადებს, და რომ ეს არ არის მთავარი თემა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ცოტა ხნის წინ, 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ გენერალურ პროკურორს თანხმობა მისცა, სასამართლოს მიმართოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

„ხალხო, ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ გავრილოვის ღამეზე. გამოდიან კობახიძეები და გველაპარაკებიან, გავრილოვი ჩვენ არ ჩამოგვიყვანიაო. თითქოს გავრილოვს „პახმელიაზე“ აერია სკამი და თვითონ დაჯდა თავმჯდომარის სკამში. ასეთ ბოდვაში არიან. ივანიშვილმა ამათ რაიმე ცოდნა და გამოცდილება კი არ დაუტოვა, დაუტოვა და უთხრა ერთადერთი რამ, იყავით უტიფრები და ხალხს რომ გაუკვირდება თქვენი უტიფრობა, კიდევ უფრო გააკვირვეთ უტიფრობით“.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს, დღეს მიმართავს და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის თანახმად, „პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების ან დაპატიმრების დროის შესაბამისი კომპენსაცია“.

პარლამენტის დღევანდელი დადგენილების საფუძველია გენერალური პროკურორის მიმართვა, რომლითაც მან პარლამენტისგან ითხოვა თანხმობა, რათა სასამართლოს მიმართოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის მიზნით.

თავად ნიკა მელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება ვერ დაიჭერს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია.

ამავე თემაზე: მელია: მონებო, ვერ გამასამართლებთ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG