Accessibility links

site logo site logo

ბირმის (მიანმარი) სამხედრო ხელმძღვანელობამ პირველ პრესკონფერენციაზე გაამართლა ძალაუფლების ხელში აღება


ბირმის (მიანმარი) სამხედრო ხელმძღვანელობამ გაამართლა სამოქალაქო ხელისუფლების გადაყენება და ძალაუფლების ხელში აღება. მიზეზად ის ასახელებს გაყალბებულ არჩევნებს, თუმცა უარყოფს სამხედრო გადატრიალების მოწყობას. 1 თებერვალს ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ სამხედროების პირველ პრესკონფერენციაზე მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობა კვლავ აღდგება ახალი არჩევნების შემდეგ.

„ჩვენი მიზანია, ჩავატაროთ არჩევნები და ძალაუფლება გამარჯვებულ პარტიას გადავაბაროთ“, თქვა ბრიგადის გენერალმა ზავ მინ ტუნმა 16 თებერვალს.

სამხედრო ხელისუფლებას არ გამოუცხადებია, როდის ჩატარდება ახალი არჩევნები, მაგრამ განაცხადა, რომ საგანგებო ვითარება, რომელიც მან შემოიღო, ერთ წელს გასტანს.

სამხედროთა მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ ბირმის მრავალ დიდ ქალაქში გამოიწვია საპროტესტო გამოსვლები. მშვიდობიანი დემონსტრაციები გრძელდება 16 თებერვალსაც, მას შემდეგ, რაც ორშაბათს შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის.

ქვეყნის არჩეული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის ადვოკატი იტყობინება, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე აღიძრა. მანამდე სუ ჩი დააპატიმრეს გადამცემი აპარატურის, ე.წ. walkie-talkies უკანონოდ იმპორტისთვის.

სამხედროები აცხადებენ, რომ შარშან ნოემბერში ჩატარებული არჩევნები, რომელშიც სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით, გაყალბებული იყო. თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ მოეპოვება მტკიცებულება ამ ბრალდების დასასაბუთებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG