Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა უარყო კიბერთავდასხმების თაობაზე საფრანგეთის მხრიდან ბრალდება


16 თებერვალს კრემლმა აბსურდული უწოდა საფრანგეთის ბრალდებებს, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურებთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა შეაღწიეს საფრანგეთის რამდენიმე ორგანიზაციაში.

საფრანგეთის კიბერუსაფრთხოების სამთავრობო უწყების მიერ 15 თებერვალს გამოთქმული შეფასება ემთხვევა მზარდ საერთაშორისო შეშფოთებას რუსეთის უშიშროების სამსახურების მიერ კიბერთავდასხმებისა და ჯაშუშობის ორგანიზების თაობაზე.

აშშ-ის მთავრობა უმკლავდება ამერიკის ისტორიაში უდიდესი კიბერთავდასხმის შედეგებს, რისთვისაც მან რუსეთის უშიშროების სამსახურებს დააკისრა პასუხისმგებლობა.

საფრანგეთის საინფორმაციო სისტემების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ჰაკერებმა ისარგებლეს სისუსტეებით სამონიტორინგო სოფტვერში, რომელსაც პარიზის კომპანია Centreon-ი ყიდის.

სააგენტოს თქმით, მის მიერ აღმოჩენილი კიბერთავდასხმები 2017 წლის ბოლოდან 2020 წლამდე გრძელდებოდა. მას არ გამოუცხადებია, ვინ გახდა თავდასხმების მსხვერპლი, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არიან „საინფორმაციო ტექნოლოგიის პროვაიდერები, განსაკუთრებით - ვებჰოსტინგის პროვაიდერები“.

16 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარყო საფრანგეთის ბრალდებები.

„რუსეთი არასოდეს იყო, ამჟამად არ არის და ვერც მომავალში იქნება ჩაბმული კიბერთავდასხმებში“, განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, მოსკოვის დადანაშაულება „აბსურდულია“.

მიმდინარე კვირაში კომპიუტერული სოფტვერის გიგანტმა Microsoft-მა განაცხადა, რომ ჰაკერული კამპანია, რომელიც აშშ-ის სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ განხორციელდა, „სავარაუდოდ ყველაზე ფართო და ყველაზე რთული თავდასხმა იყო, რაც კი აქამდე უნახავს მსოფლიოს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG