Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს უარყოფს მელიას საქმის გამო სპეცრაზმის მობილიზებას


სპეცრაზმის მობილიზების ამსახველი კადრების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ეს ნიკა მელიას საქმეს არ უკავშირდება. მათი განცხადებით, ოფისთან ახლოს მდებარეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდებიან. „ახლა იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, - გვითხრეს შსს-ში.

სწორედ სპეცრაზმის კადრების გავრცელების გამო ნიკა მელიას პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი აცილება მოითხოვა დაცვის მხარემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG