Accessibility links

logo-print logo-print

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ავღანეთის გარშემო იმსჯელებენ


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის გახსნაზე გამოსვლისას 2021 წლის 17 თებერვალს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 18 თებერვალს იმსჯელებენ ავღანეთის გარშემო, კერძოდ, გაიყვანონ თუ არა საერთაშორისო ჯარი ამ ქვეყნიდან აპრილის ბოლოსკენ თალიბანთან შეთანხმების შესაბამისად მიუხედავად ძალადობის დონის ზრდისა ომით განადგურებულ ქვეყანაში.

ორდღიანი მინისტერიალი პირველი ასეთი შეხვედრაა ნატოს წევრებისა აშშ-ში ჯო ბაიდენის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ. შეხვედრის პირველ დღეს, 17 თებერვალს, მინისტრებმა იმსჯელეს ალიანსის მოდერნიზირების გეგმის გარშემო.

18 თებერვალოს ასევე განიხილავენ ერაყის საკითხს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ აპირებს აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმების განხილავს იმის დასადგენად, ასრულებენ თუ არა თალიბები ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის და ავღანეთის მთავრობასთან შინაარსიანი მოლაპარაკების გამართვის ჩათვლით.

აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმებით, მაისის თვისთვის საერთაშორისო ძალებმა უნდა დატოვონ ავღანეთი და სანაცვლოდ, თალიბანმა უნდა შეასრულოს უსაფრთხოების გარანტიები, ასევე გაწყვიტოს კავშირი ალ ყაიდასთან.

ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის ყატარში დაწყებული მოლაპარაკების მიუხედავად, ძალადობა ავღანეთში გაიზარდა, რაც შეშფოთებას იწვევს ნატოს ჯარის ნაადრევი გაყვანის გამო, რადგან ამან თალიბებს პოტენციური გამარჯვების საშუალება შეიძლება მისცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG