Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა როტერდამის ტურნირზე ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით დაასრულა


საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა როტერდამში მიმდინარე პრესტიჟულ შეჯიბრებაზე ჯგუფური ეტაპი ორ-ორი მოგებით და წაგებით დაასრულა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი, საბერძნეთთან (10:11) მარცხისა და კანადისა (14:11) და ბრაზილიის (12:8) ძლევის შემდეგ, დღეს ბოლო ტურის მატჩში ჯგუფის ლიდერს და მიმდინარე შეჯიბრების უმთავრეს ფავორიტს - მონტენეგროს - დაუპირისპირდა და თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა ანგარიშით 9:11. ოთხი პერიოდიდან სამი ფრედ დასრულდა და მხოლოდ ერთში დაფიქსირდა მონტენეგროელთა უპირატესობა.

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 19 თებერვალს მეოთხედფინალში B ჯგუფიდან მეორე ადგილით გასულს დაუპირისპირდება. ვინ იქნება სტანოევიჩის გუნდის მორიგი მეტოქე, საღამოს გაირკვევა. სავარაუდოდ, ეს იქნება ხორვატია ან ჰოლანდია.

როტერდამის ტურნირი 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და სამი საუკეთესო ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG