Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუდაპეშტს ევროკავშირის სანქციები ემუქრება, თუ არ შეცვლის სადავო კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

ევროკავშირი ორთვიან ვადას აძლევს უნგრეთს იმისათვის, რომ შეცვალოს მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის ინიციატივით მიღებული სადავო კანონი, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგნიზაციებს ავალდებულებს გაასაჯაროვონ მათი უცხოელი დონორების შესახებ ინფორმაცია.

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, 18 თებერვალს წერილი გაუგზავნა ბუდაპეშტს, რომელშიც შეახსენებს უნგრეთის ხელისუფლებას, რომ ორი თვის ვადაში აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის მთავრობის მიერ 2017 წელს მიღებულმა კანონმა „დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი შეზღუდვა დააწესა“ ძირითადი უფლებების, მათ შორის გაერთიანების თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის მხრივ.

კანონი, რომელმაც უნდა აამაღლოს არასამათავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალეობა და გააძლიეროს ქვეყანაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან 7,2 მილიონ უნგრულ ფორინტზე ($27 000) მეტს ღებულობენ, დარეგისტრირდნენ როგორც უცხოური ორგანიზაციები და ეს განსხვავება საჯარო გახადონ.

„ევროკომისია მიიჩნევს, რომ უნგრეთს არ მიუღია საჭირო ზომები სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად, მიუხედავად კომისიის არაერთი მოწოდებისა, რომ ეს სასწრაფოდ გაეკეთებინა. აქედან გამომდინარე ევროკომისიამ დღეს ოფიციალურად აცნობა უნგრეთს, რომ შეიმუშაოს და განახორციელოს ყველა ზომა შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად. უნგრეთს ორი თვე აქვს იმისათვის, რომ პასუხი გასცეს კომისიის მიერ წამოჭრილი საკითხს“, - ნათქვამია ევროკომისიის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG