Accessibility links

site logo site logo

რუსეთი ესტონელ დიპლომატს აძევებს „თვალი თვალისა წილ“ პრინციპით


მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 თებერვალს განაცხადა, რომ გააძევა ესტონელი დიპლომატი ტალინის იმ ნაბიჯის პასუხად, რასაც რუსი დიპლომატის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება მოჰყვა.

„ცოტა ხნის წინ ესტონეთმა უსაფუძვლოდ გამოაცხადა ტალინში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად. ამიტომ ჩვენ დავიბარეთ მოსკოვში ესტონეთის ელჩი, გადავეცით მას ჩვენი მტკიცე პროტესტი და მივაწოდეთ ინფორმაცია ესტონელი დიპლომატის გაძევების შესახებ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესმდივანმა მარია ზახაროვამ.
რუსეთსა და ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს - ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს სორის ურთიერთობა დაიძაბა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ.

დაძაბულობა კიდევ უფრო გაძლიერდა გასულ თვეში, როდესაც ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა ინიციატორი იყო ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო რუსეთის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG