Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ძიუდოისტებმა თელ-ავივის გრან სლემის პირველ დღეს ორი მედალი მოიპოვეს


ეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტელ-ავივის გრან სლემი ვერცხლის და ბრინჯაოს თითო მედლით გახსნა. სამდღიანი საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს, 18 თებერვალს, მამაკაცთა ნაკრების მსუბუქწონოსან თემურ ნოზაძეს (60 კგ) ჩემპიონის ტიტულამდე ფინალის მოგებაღა დააკლდა, ქალთა გუნდის ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

დღესვე საქართველოს სახელით კონკურენციაში კიდეევ ოთხი ძიუდოისტი ჩაება. მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ორივე 52 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი და გიორგი ბაზანდარაშვილი (ორივე 66 კგ) საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

ხვალ ტატამზე გავლენ ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ), ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი (ორივე 81 კგ), ტურნირის ბოლო დღეს კი, 20 თებერვალს, იჭიდავებენ: ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური (ორივე 90 კგ), ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე (ორივე 100 კგ), გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი (ორივე +100 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG