Accessibility links

logo-print logo-print

იზოლატორში მყოფი ალექსეი ნავალნი აღრიცხაზე აიყვანეს, როგორც „გაქცევისკენ მიდრეკილი“


რუსი ოპოზიცონერი ალექსეი ნავალნი „გაქცევისკენ მიდრეკილად“ მიიჩნია იმ საგამოძიებო იზოლატორის პროფილაქტიკურმა კომისიამ, რომელშიც ამჟამად მსჯავრდებული კრემლის ოპონენტი იმყოფება.
ამის შესახებ საუბარი პოლიტიკოსის მიერ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

ნავალნი მიიჩნევს, რომ ასეთი ზომები მიიღეს მასზე ზეწოლის მიზნით გელენჯიკში მდებარე ვლადიმირ პუტინის სასახლის შესახებ ჩატარებული გამოძიების გამო. ოპოზიციონერი წერს, რომ მისგან მოითხოვეს ხელმოწერით დაედასტურებინა, რომ გაეცნო კომისიის გადაწყვეტილებას. „ადრე მე დავყავდი არა მხოლოდ ბადრაგით, არამედ ჩაფხუტიანი და ავტომატიანი სპეცრაზმელებით. ამიერიდან, ალბათ, ხელბორკილებით გადამიყვანენ“, - წერს თავის პოსტში ნავალნი.

სასამართლომ, 2 თებერვალს, ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე, სულ მცირე 2,5 წლით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

მის წინააღმდეგ რუსეთში ამ დღეებში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რუსეთის პროკურატურა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, 950 000 რუბლით (13 000 $) დაჯარიმება ითხოვს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ცილისწამების საქმეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG