Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EPP-ი საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად ვადამდელ არჩევნებს და დიალოგს ასახელებს


„ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლება უნდა იყოს განხილული, როგორც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ერთ-ერთი უდიდესი ფრაქციის „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

EPP-ი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოსავლისა და კომპრომისის ძიების ნაცვლად, ნიკა მელიას დაპატიმების გადაწყვეტილებით პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გარღმავებაზე წავიდა.

„საქართველო, რომელიც მოწინავე ქვეყანა შეიძლებოდა ყოფილიყო რეგიონში, უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით მართლმსაჯულებას და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტად გამოყენების პრაქტიკას“, - ნათქვამია "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG