Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამოქალაქო იდეა" ღარიბაშვილს მიმართავს, თქვას, რა გეგმა აქვს გაკოტრებულ ჩინურ კომპანიაზე, რომლის თანამშრომელიც თვითონ იყო


არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" საქართველოს პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ თქვას, რა გეგმები აქვს იმ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით, რომელსაც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75 პროცენტი ეკუთვნის და საქართველოში აღებული ვალდებულებები არ შეუსრულებია. ღარიბაშვილი ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 პროცენტის წილის მმართველ კომპანიაში 2015 წლის შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობდა. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია მისი პრემიერად დამტკიცების პროცესში ამ საკითხისთვის ყურადღების დათმობას მოითხოვს.

"მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩინური კომპანია გაკოტრებულია, ვალდებულებები არ შეუსრულებია და კრედიტორების გასტუმრების პროცესში იმყოფება, დღემდე საქართველოს ხელისუფლებას საკუთრების დაბრუნების პროცესი არ დაუწყია. პრობლემა კი ყოველდღიურად იზრდება, ვინაიდან ფოთის სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფო ბანკის საკუთრება შეიძლება გახდეს. იმ ბანკის, რომლის წინაშეც უზარმაზარი დავალიანება აქვს ჩინურ კომპანიას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის მიმართვა

  • პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს - განმარტოს თუ რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს იგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით - საქართველოში არსებული საკუთრებების სახელმწიფოსთვის დაბრუნების თვალსაზრისით;
  • პარლამენტს - გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ეს საკითხი განსაკუთრებული სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი ხდება მისი შესაძლო პრემიერობის პირობებში.

"აღნიშნული კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით გამორჩეული იყო კორუფციის, სხვადასხვა ტიპის მაქინაციების, უმაღლესი თანამდებობის პირების მოქრთამვისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების დიდი ნაწილის მიმართ, დღესაც მიმდინარეობს გამოძიება. საქართველო დღეს იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ხაზი, სწორედ საქართველოში ჩინურ-რუსულ ინტერესებზე გადის", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG