Accessibility links

site logo site logo

ლევან ხაბეიშვილი: ორი კარავი მოიპარა ქურდბაცაცა პოლიციამ


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირის მხარეს კარვის დადგმის მცდელობისას პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებს და პირადად ლევან ხაბეიშვილს კარავი მოჰპარა. მისი თქმით, პოლიციამ მოქალაქეებს არ მისცა საშუალება, გამოეყენებინათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გააპროტესტონ:

„მოიტანეს კარავი და ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანების კონსტიტუციური უფლება განახორციელონ, იქურდეს პოლიციელებმა. მე მომპარეს მათ შორის პირადად კარავი. ორი კარავი მოიპარა ქურდბაცაცა პოლიციამ, სამწუხაროდ, და თან კი არ უარყოფენ, რომ მოგვპარეს, მოგპარეთ, ოღონდ დაგიბრუნებთ მერეო. ანუ თქვენია და გეკუთვნითო, მაგრამ ეხლა წაგართვითო“, - უთხრა ლევან ხაბეიშვილმა რადიო თავისუფლებას. იგი პოლიციელებისგან ან კარვის დაბრუნებას, ან კარვის ქურდობის შესახებ ოქმის დაწერას ითხოვს.

პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტებს სამართალდამცავებმა დღეს ორჯერ არ მისცეს კარვის გაშლის საშუალება. დაკავებულია ათზე მეტი ადამიანი.

სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან რამდენიმე თვეა კარავი აქვთ გაშლილი. მათი განცხადებით, ისინი პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს აპროტესტებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG