Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა


"ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა პარლამენტთან, სადაც აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილისა და მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წარწერის გაკეთებას გეგმავდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

აქციაზე დააკავეს 5 პირი. მათ შორის არიან „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრები საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ლუკა თევზაძე და გიორგი ტალახაძე.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, 5-ვე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG