Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი კენჭს უყრის 22 თებერვალს


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

პარლამენტის ბიურომ განსაზღვრა ირაკლი ღარიბაშვილის თაოსნობით მინისტრთა კაბინეტის მოსმენის დღის წესრიგი.

20-21 თებერვალს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ მთავრობის წევრობის კანდიდატებსა და სამთავრობო პროგრამას.

22 თებერვალს პრემიერმინისტრობის კანდიდატსა და კაბინეტის სხვა წევრებს მოუსმენენ, როგორც ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“, ასევე, ოპოზიციაში („მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“). მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან იმავე დღეს.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, უადგილოა კრიტიკა, რომელიც პროგრამის მოკლე დროში მომზადებას ეხება. „ეს გახლავთ არსებითად ის პროგრამა, რომელზეც ჩვენმა გუნდმა იმუშავა თვეების განმავლობაში“, - განმარტა სპიკერმა.

18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელეს თავდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი. მან მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი კანდიდატურა დაასახელა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე - ირაკლი ქარსელაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG