Accessibility links

logo-print logo-print

ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თელ-ავივის გრან სლემზე


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ნუგზარ ტატალაშვილი, კორონავირუსის პანდემიითა და ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო არენას მედლით დაუბრუნდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის სამგზის პრიზიორმა დღეს, თელ-ავივის გრან სლემზე, ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა.

ისრაელში მიმდინარე პრესტიჟულ შეჯიბრებაზე დღეს ტატამზე სულ ოთხი ქართველი გავიდა. 73 კილოგრამში, ტატალაშვილის გარდა, საქართველოს სახელით, ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმაც იჭიდავა, მაგრამ საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი (ორივე 81 კგ) კი საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.

თელ-ავივის გრან სლემი 20 თებერვალს დასრულდება. შეჯიბრების ბოლო - მესამე დღეს, საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური (ორივე 90 კგ), ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე (ორივე 100 კგ), გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი (ორივე +100 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG