Accessibility links

site logo site logo

ზურა ჯაფარიძე მელიაზე: თავისი თავი გადააქცია ბრძოლის ინსტრუმენტად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია


"ჩემი აზრით, რასაც [ნიკა მელია] აკეთებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავისი თავი გადააქცია პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად და თავისი თავისუფლება, მათ შორის, დადო სასწორზე, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაუმორჩილებლობა არის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ასეთ რეალობაში და განსაკუთრებით, ნახევრად დიქტატორების წინააღმდეგ", - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მისულმა ზურაბ ჯაფარიძემ ნიკა მელიას შესახებ. პარტიის ოფისში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სამომავლო გეგმების, მათ შორის, საპროტესტო აქციების დაგეგმვის შესახებ სამსჯელოდ იკრიბებიან. არსებობს მოლოდინი, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შეხვდება ლიეტუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარესაც, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება და უკვე შეხვდა ნიკა მელიასა და "ევროპული საქართველოს" წევრებს. ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ ხელისუფლებას შორის დიალოგის აუცილებლობასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე.

"ის 4 პუნქტი, რაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე, უნდა შესრულდეს. მოლაპარაკებას შინაარსი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ქართული ოცნება სერიოზულად შეხედავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, არ ითამაშებს, რომ არაფერი არ ხდება. ახლა არიან თამაშის როლში, რომ ვითომ არაფერი არ ხდება და აგრძელებენ მართვას", - თქვა ზურა ჯაფარიძემ მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივაზე დასმული კითხვაზე პასუხად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG