Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთში ძალაში დარჩა და ოდნავ შემცირდა ნავალნის პატიმრობის ვადა


მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პატიმრობის ვადა, რომელიც უკავშირდება გაფლანგვის ბრალდებას - თუმცა ეს ვადა დაახლოებით 50 დღით შეამცირა, უკვე მოხდილი სასჯელის პერიოდის გათვალისწინებით.

ნავალნი 20 თებერვალს სასამართლოში იყო იმ განაჩენის გასაჩივრებისთვის, რომელიც მას მიმდინარე თვეში გამოუტანეს, უწინდელ, 2014 წლის და კამათის საგნად ქცეულ, გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებით.

პროკურატურა სასამართლოს მოუწოდებდა ძალაში დაეტოვებინა 2 თებერვალს გამოტანილი განაჩენი და აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება, პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეცვლილიყო, კანონიერია.

ეს სამი წლის და ექვსი თვის ვადით მისჯილი პატიმრობა შემცირდა ორი წლის და რვა თვის ხანგრძლივობამდე, უკვე მოხდილი სასჯელის პერიოდის გათვალისწინებით.

"მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ნავალნის მოუწევს ორი წლის და ექვსი თვის გატარება პატიმრობაში, ოდნავ მეტისაც" - ვრცელდება ნავალნის ადვოკატის, ვადიმ კობზევის ეს სიტყვები.

ნავალნი 20 თებერვალს სასამართლოს წინაშე კიდევ წარდგება, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისადმი ცილისწამების ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG