Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინელი ოლიგარქი მედვედჩუკი გმობს მისთვის დაწესებულ სანქციებს


ვიქტორ მედვედჩუკი

ვიქტორ მედვედჩუკმა, უკრაინელმა ოლიგარქმა და პოლიტიკაში გავლენიანმა პირმა, რომელაც ახლო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, უკანონო უწოდა მისთვის კიევის მიერ დაწესებულ სანქციებს.

მედვედჩუკი ამ განცხადებით გამოვიდა 20 თებერვალს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესდა მედვედჩუკს, მის ცოლს, ოლგა მარჩენკოს, კიდევ იმ ექვს პირს და 19 კომპანიას, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, ოლიგარქთან არიან დაკავშირებული. სანქცირებული პირებიდან რამდენიმე რუსეთის მოქალაქეა.

სანქციებით სამი წლით გაიყინა წყვილის ქონება და მათ უკრაინაში ბიზნესის წარმოება შეეზღუდათ. მედვედჩუკის ქონების უდიდესი ნაწილი მისი ცოლის სახელზეა გაფორმებული.

უკრაინამ ასევე გამოაცხადა, რომ მოხდება იმ ნავთობსადენის ნაციონალიზაცია, რომელსაც რუსეთის ნავთობპროდუქტები ევროპაში გადააქვს და რომელსაც, გავრცელებული ვარაუდით, მედვედჩუკი აკონტროლებს.

"ეს სანქციები, რომლებიც მოქმედმა ადმინისტრაციამ დააწესა ჩემზე, ჩემს ოჯახზე, ჩემთან დაკავშირებულ პირებსა და ჟურნალისტებზე, უკანონოა, და მათი დაწესება შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე", - მედვედჩუკის ეს სიტყვები 20 თებერვალს ვრცელდება. ის აცხადებს, რომ არ დატოვებს ქვეყანას ამ ზომების გატარების შემდეგ - რომლებსაც კრემლმა "ძალიან შემაშფოთებელი" უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG