Accessibility links

site logo site logo

კორპორაცია Boeing-მა მოითხოვა, გაუმართაობის გამო დროებით შეწყდეს Boeing 777-ების ექსპლუატაცია


საავიაციო კორპორაცია Boeing-ი გამოვიდა რეკომენდაციით, შეჩერდეს Boeing 777-ების ექსპლუატაცია, სანამ ჩატარდება გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ში რეისის დროს ერთ-ერთი ძრავის თვითაალების გამო.

როგორც კომპანია იტყობინება ტვიტერში, შეჩერებულია გამოყენება ექსპლუატაციაში მყოფი 69 და სადგომზე მყოფი 59 თვითმფრინავისა, რომლებსაც მსგავსი ძრავები აქვთ.

იაპონიის ხელისუფლება არ დაელოდა გამოძიების შედეგებს და დროებით აკრძალა Boeing 777-ის ფრენა. კომპანია Boeing-მა მხარი დაუჭირა ტოკიოს გადაწყვეტილებას.

21 თებერვალს სამგზავრო თვითმფრინავ Boeing 777-ს, რომელიც რეისს ასრულებდა დენვერიდან ჰონოლულუმდე, ფრენისას ძრავა გაუფუჭდა. მისი ნაწილები ქალაქ ბლუმფილდის საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმფრინავი, რომელშიც 241 ადამიანი იმყოფებოდა, საწყის აეროპორტში დაბრუნდა და წარმატებით დაჯდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG