Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

86 395-მდე გაიზარდა გერმანიაში დასაქმების მსურველთა რაოდენობა


დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 22 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების სურვილი გამოხატა 86 395-მა პირმა, რომლებიც დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ და შეავსეს სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“.

15 თებერვალს, რეგისტრაციის პირველ დღეს, 24 საათში 35 121-მა პირმა შეავსო აღნიშნული აპლიკაცია.

გერმანიაში დროებითი დასაქმება გულისხმობს 1-3 თვით გერმანიის რომელიმე სოფელში ვენახებსა და სხვადასხვა პლანტაციაში მუშაობას, მოსავლის აღებას. დამსაქმებლები გერმანელი ფერმერები არიან. მათ და საქართველოს მოქალაქეებს კი ერთმანეთთან დაკავშირებაში საქართველოსა და გერმანიის დასაქმების სააგენტოები ეხმარებიან.

18-60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს პორტალზე რეგისტრაცია შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG