Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის ელჩი მოკლეს კონგოში ჰუმანიტარული დახმარების კოლონაზე თავდასხმისას


 კონგოში, ქალაქ გომასთან მოქმედი ინდოეთის საველე საავადმყოფო, სადაც იტალიის მოკლული ელჩის, ლუკა ატანასიოს ცხედარი მიასვენეს
კონგოში, ქალაქ გომასთან მოქმედი ინდოეთის საველე საავადმყოფო, სადაც იტალიის მოკლული ელჩის, ლუკა ატანასიოს ცხედარი მიასვენეს

იტალიის ელჩი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მისი მცველი და „სურსათის მსოფლიო პროგრამის“ მძღოლი მოკლეს, როცა შეიარაღებული პირები კოლონას თავს დაესხნენ ქვეყნის აღმოსავლეთში.

იტალიის მთავრობის თანახმად, ელჩი, 43 წლის ლუკა ატანასიო, მასთან ერთად იტალიის სამხედრო პოლიციელი, ვიტორიო იაკოვაჩი და კონგოელი მძღოლი მოკლეს თავდამსხმელებმა, როცა მათი გატაცება სცადეს ქალაქ კანიამაჰოროსთან, რეგიონის დედაქალაქ გომადან 25 კილომეტრში.

„დიდან შევშფოთდი და უდიდესი ტკივილით შევიტყვე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩვენი ელჩის და კარაბინერი ჯარისკაცის სიკვდილის შესახებ“, განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ. „ქვეყნის სამსახურში მყოფი ორი ადამიანი სასტიკად ჩამოგვაშორეს მათი მოვალეობის შესრულების დროს“, თქვა მინისტრმა, რომლის თანახმად, ამ თავდასხმის დეტალები ჯერ არაა ცნობილი, მაგრამ „ძალღონეს არ დაიშურებენ იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა“. გაერომ დაადასტურა, რომ მძღოლი მუშაობდა „მსოფლიო სასურსათო პროგრამაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG