Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა კიდევ ორ ბირმელ (მიანმარი) გენერალს დაუწესა სანქციები, გადატრიალების მეთაურებზე ზეწოლა იზრდება


დემონსტრაცია რანგუნში, ბირმაში (მიანმარი), 2021 წლის 22 თებერვალი
დემონსტრაცია რანგუნში, ბირმაში (მიანმარი), 2021 წლის 22 თებერვალი

აშშ-მა 22 თებერვალს კიდევ ორ ბირმელ (მიანმარი) გენერალს დაუწესა სანქციები, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ ქვეყანაში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებასთან და გამოთქვა გაფრთხილება, რომ შემდგომ ზომებს მიიღებს მათ მიმართ, ვინც საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ძალას იხმარს.

ახალი სანქციების ძალით ორ გენერალს აეკრძალა აშშ-ში შესვლა და გაიყინა მათი აქტივები აშშ-ში. აშშ-მა უკვე დაუწესა სანქციები 10 მოქმედ და ყოფილ მაღალი რანგის პირს ამ ქვეყანაში და სამ ორგანიზაციას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ არ შეიკავებს თავს და გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც მიმართავს ძალადობას და ახშობს ხალხის ნებას.

ბლინკენი ცალკე განცხადებაში მოუწოდებს ბირმის სამხედროებს და პოლიციას, შეწყვიტონ ყოველგვარი თავდასხმები მშვიდობიან დემონსტრანტებზე და გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული ყველა პირი.

ეს განცხადება მოჰყვა ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ აპირებს სანქციები დაუწესოს სხვათა შორის ფირმებს, რომლებსაც ბირმელი სამხედროები ფლობენ.

ბირმაში 22 თებერვალს საყოველთაო გაფიცვა იყო გამოცხადებული. 23 თებერვლისთვის კვლავ დაგეგმილი იყო საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების მოწოდების მიუხედავად, შეწყდეს დემონსტრაციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG