Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ფოტიგა ნიკა მელიას დაკავებაზე: ჩვენ ყველანი სხვა საქართველოზე ვოცნებობთ


ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი
ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი

პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. ევროპარლამენტარი წერს, რომ მიუღებელია პარტიის ოფისში შეჭრისა და ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება:

„პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არ შეიძლება მოგვარდეს ძალით, აგრესიითა და შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო, ჩვენ ყველანი სხვა საქართველოზე ვოცნებობთ“, - დაწერა „ტვიტერზე“ ანა ფოტიგამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG