Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს 


ირაკლი ღარიბაშვილი, სალომე ზურაბიშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი, სალომე ზურაბიშვილი.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე. ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. მომდევნო საპროტესტო აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს დაანონსდა.

მანამდე, სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის წინ კარვები გაიშლება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG