Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსის 200-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსი 443 შემთხვევიდან თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის. ქვეყანაში 19 051 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 2,33 პროცენტია.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 213,
  • აჭარა - 15,
  • იმერეთი - 61,
  • ქვემო ქართლი - 12,
  • შიდა ქართლი - 37,
  • გურია - 26,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 39,
  • კახეთი - 24,
  • მცხეთა-მთიანეთი - 9,
  • სამცხე-ჯავახეთი - 1,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 6 პაციენტი, ამავე პერიოდში 461-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 269 438 შემთხვევა. მათგან 263 257 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3463 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG