Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიის განცხადებით, თბილისში დაყრილია დაახლოებით 200 ტონა ტექნიკური მარილი


დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის ქუჩებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.

მერია იუწყება, რომ ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია: სამადლოში, ბეთანიაში, წყნეთში, ტაბახმელაში, ოქროყანაში, კიკეთში, კოჯორში, სოფელ დიდგორსა და მუხათგვერდში. სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული სოფელ ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში. ამავე ცნობით, იწმინდება დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და შიდასაუბნო გზები.

„დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ „ცხელ ხაზზე" - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის „ცხელ ხაზზე" - 2 72 22 22", - აცხადებს თბილისის მერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG