Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში სასამართლომ განაჩენი გამოუტანა შეიარაღებული ჯგუფის, „სასნა წრერის“ ათ წევრს


სომხეთში სასამართლომ განაჩენი გამოუტანა შეიარაღებული ჯგუფის, „სასნა წრერის“ ათ წევრს, რომლებმაც 2016 წელს ერევნის საპატრულო სამსახურის შენობა ჩაიგდეს ხელთ.

„სასნა წრერის“ წევრები დამნაშავედ ცნეს მძევალთა აყვანასა და მათ მოკვლაში, ასევე იარაღის უკანონო ტარებასა და მის გატაცებაში. სმბათ ბარსეღიანს, რომელსაც ორი პოლიციელის მკვლელობაში ედება ბრალი, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დანარჩენ ბრალდებულებს 4-დან ათ წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი ბრალდებული გაათავისუფლეს გაუსვლელობის ხელწერილით.

2016 წლის 17 ივლისს შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც თავს „სასნა წრერს“ უწოდებდა, შეიჭრა ერევნის პოლიციის საპატრულო სამსახურის ტერიტორიაზე და ის 31 ივლისამდე ჰქონდა დაკავებული. ისინი ამას უწოდებდნენ „ბუნტის დასაწყისს“ „მთავრობის ჩამოგდებისა“ და „პოლიტპატიმრების განთავისუფლების“ მიზნით. მოგვიანებით შეიარაღებული ჯგუფის წევრები დანებდნენ. თავდასხმის შედეგად სამართალდამცველი ორგანოების სამი თანამშრომელი დაიღუპა.

2018 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „სასნა წრერის“ წევრთა უმრავლესობა გირაოთი გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილებით. „სასნა წრერი“ ახლახან მხარს უჭერდა საპროტესტო გამოსვლებს, რომლის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG