Accessibility links

site logo site logo

საქართველოში გაუქმდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული ორი შეზღუდვა


გუდაური

დღეიდან მუშაობა განაახლეს საქართველოს სამთო კურორტების სასტუმროებმა. მათ კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი სანიტარიული და სხვა წესების სრული დაცვის ვალდებულება აქვთ. სამთო კურორტებზე საბაგირო გზები 8 მარტიდან გაიხსნება.

დღეიდან საქართველოში აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლაც.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან მოქმედი შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპის გეგმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 24 თებერვალს დაამტკიცა.

შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის მიუხედავად, ისევ აკრძალულია ქვეითად და ავტოტრანსპორტით გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG